მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალია-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“

6138b30f11911
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 17:25
929
„დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალია-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

„შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტთან. დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი - პოზიტიურ მოლოდინებს გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, - წერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მარიამ ქვრივიშვილისა და პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის TAP AIR PORTUGAL - ის პრეზიდენტ მანუელ ბეჟას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში ურთიერთობის შესახებ წარიმართა და აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, გასაკუთრებით, ტურიზმის სფეროში, ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვანია. სამინისტროში განმარტავენ, რომ თბილისსა და ლისაბონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესახებ ინიციატივა მარიამ ქვრივიშვილმა გამოთქვა, რომელიც პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა ინტერესით მოისმინა.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველოსა და პორტუგალიას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.

„ეს იყო პირველი მაღალი რანგის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის ტოპ-მენეჯმენტთან. შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. საქართველოს ავიასექტორის აღდგენის დინამიკა მათთვისაც ცნობილია, რაც სამომავლოდ პირდაპირი რეისების დაწყების მხრივ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში კვლავაც რჩება მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ მიმართულებებს გააძლიერებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.