მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარი გავლენას მოახდენს სხვა დონორების ქცევაზეც - გოცირიძე

612e0fd977806
თელარა გელანტია
31.08.21 15:16
624
„ევროპული სანქცია ამოქმედდა - 75 მილიონი ევროს ოდენობით საბიუჯეტო დახმარება არ გადმოირიცხება. ეს რომ პირდაპირ სანქციად არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო“, - ასე ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე.

„როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო პროცენტიანი ფული? არა და ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყით აცხადებდა ამაზე.

დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც“, - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს. აღნიშნული დღეს თავად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა. საუბარია, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც სულ 150 მილიონი ევროს მოცულობისაა და საიდანაც პირველი ნახევარი ქვეყანამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო, მეორე ნახევრის ჩარიცხვას კი საქართველოს მხრიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭიროებოდა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება არ აქვს. იგივე გაიმეორა დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც.