მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს წყალქვეშა კაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს - ფონ დერ ლაიენი

639d8a1b0c193
გიორგი თოლორდავა
17.12.22 13:20
1857
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე.

ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაზე, ასევე კავკასიის რეგიონისა და საქართველოს განვითარებაზე.

რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა, აი, ეს პარტნიორობა რომელიც ამ დარბაზშია - და ეს მუშაობს.

ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, ეს ეხება პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, უსაფრთხოებას დამოუკიდებლობას. ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება რა თქმა უნდა უკრაინას. ეს დაეხმარება ამ ქვეყანას ამ წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში.

როგორც ხედავთ, ჩემს სიტყვებში ეს პროექტი ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები, ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია, სწორედ ამიტომ მოუთმენლად ველით ამ კვლევის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და ეს საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მასპინძლებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და მადლობა, რომ ეს შესაძლებელი გახადეთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ-ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირების საკითხები განიხილა.

EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტიც. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები