ევროვიზია 2020, რომლისთვისაც ნიდერლანდების სამეფოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს როტერდამს უნდა ემსაპინძლა, კორნავირუსის გამო გადაიდო. კონკურისის გადადების შესახებ ინფორმაცია ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„COVID-19-ის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობისა და იმ შეზღუდვების გამო რომლებიც დააწესა ნიდერლანდების ხელისუფლებამ, ჩვენ მივიღეთ გდაწყვეტილება კონკურსის გადადებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურისის მონაწილეების, პერსონალის, გულშემატკივრებისა და ვიზიტორების ჯანმრთელობა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კონკურსის 64 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს კონკურსის გადადების პირველი შემთხვევაა“- წერია ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის 65-ე მუსიკალური კონკურსი 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს უნდა ჩატარებულიყო. გამარჯვებისთვის სულ 41 ქვეყანას უნდა ებრძოლა. საქართველოს სახელით კონკურსში მონაწილეობას თორნიკე ყიფიანი იღებდა.