აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) რემდესივირის როგორც კოვიდის სამკურნალო საშუალების გამოყენების ასაკი გააფართოვა. კერძოდ, FDA-მ Covid-19-ის სამკურნალო საშუალების გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაუშვა.
CNN-ის ინფორმაციით, პრეპარატს ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებში ან/და დაავადების მსუბუქიდან საშუალო მიმდინარეობის პირობებში გამოიყენებენ; ასევე, იმ შემთხვევებში, როცა კორონავირუსის გართულებაა მოსალოდნელი.
პრეპარატი ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს” ეკუთვნის და მისი ბრენდული დასახელება "ვეკლური" იქნება.