აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. ამგვარად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, აშშ-ის FDA-ის მიერ მიჩნეულია უსაფრთხოდ.
როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი 24 საათზე ნაკლებ დროში დაიწყება.
„დღეს ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია სამედიცინო სასწაულს. ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეში შევძელით უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაწყებულია დიდ ბრიტანეთში. ეს პირველი ქვეყანაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოწყვლადი ჯგუფების აცრა დაიწყო.