კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს შეაფასონ, საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი. კითხვაზე მისაღებია თუ არა მოქალაქეებისთვის ეს განაცხადი, პასუხები ასე ნაწილდება:
• მისაღებია - 83%;
• მიუღებელია - 5%;
• არ ვიცი - 11%.
საქართველოს მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებასაც. კითხვაზე მისაღებია თუ არა თქვენთვის NATO-ში გაწევრიანება, პასუხები ასე ნაწილდება:
• მისაღებია - 71%;
• მიუღებელია - 15%;
• არ ვიცი - 13%.
აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2,024 დასრულებული ინტერვიუ.