საერთო ჯამში, მეორე კვარტლის წმინდა მოგება 48%-ით, 2.79 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთო შემოსავლის მოცულობა 23%-ითაა შემცირებული. საგულისხმოა, რომ წლიურ ჭრილში შედეგის გაუარესება არა უშუალოდ Goldman Sachs-ის წარუმატებლობასთან, არამედ გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებასთან, საფონდო ბირჟების დაღმასვლასთან და, ზოგადად, მსხვილი საბანკო ტრანზაქციებისა და გარიგებების რაოდენობის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, პროგნოზირებულზე გაცილებით უკეთესი შედეგების დაფიქსირება საინვესტიციო ბანკის ტრეიდინგ დეპარტამენტის გააქტიურებითაა განპირობებული, განსაკუთრებით კი საქონლითა და ვალუტებით ვაჭრობის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ 1869 წელს მარკუს გოლდმანისა და სამუელ საკსის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ბანკი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფინანსო ორგანიზაციად ითვლება. წლების განმავლობაში Goldman Sachs უოლ-სტრიტის ყველაზე მომგებიანი საინვესტიციო ბანკის სტატუსს ინარჩუნებდა, განსაკუთრებით გამორჩეული კი Goldman-ის ტრეიდინგ დეპარტამენტი იყო, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისით არათუ იზარალა, არამედ კოლოსალურ მოგებაზე გასვლა შეძლო.
153-წლიანი ისტორიის მქონე საინვესტიციო ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 107 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საფინანსო ორგანიზაციად აქცევს.
იმედისმომცემი ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება, ბუნებრივია, ინვესტორებმა უაღრესად დადებითად მიიღეს - საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Goldman Sachs-ის აქციების ღირებულება 6%-ით გაიზარდა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და, მათ შორის, Goldman Sachs. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.