გერმანიის ეკონომიკა რეკორდულად 10.1%-ით შემცირდა მეორე კვარტალში, რაც კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება, აღსანიშნავია, რომ პანდემიას ასევე ნეგატიური გავლენა აქვს მთლიანად ევროპულ ეკონომიკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გერმანიის ეკონომიკას ასეთი რეკორდული კლება 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც კი არ ქონია, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 4.7%-ით შემცირდა ერთ კვარტალში.
მსგავსი კლება, როგორიც მეორე კვარტლში დაფიქსირდა 1970 წლის შემდეგ აღარ აღნიშნულა.
გერმანიის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, მასიური კლება დაფიქსირდა როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე.
Johns Hopkins University-ის ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 209,000 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9,000 ადამიანი.