საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის, 1 419 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც BMG-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მოდელირებით დადებით შემთხვევებში 70% უკვე არის ომიკრონი, თბილისში 80%, რეგიონებში 40-60%.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსით Covid-ინფიცირების სულ 8 767 შემთხვევა დადასტურდა. შედეგად ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 030 710-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა.