ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ტოპ 10 ქვეყნა ტურიზმის თვალსაზრისით:
1 აზერბაიჯანი - 92,341 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34.90% ;
2 სომხეთი - 77,968 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 17.50% ;
3 რუსეთი - 85,922 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.10% ;
4 თურქეთი - 64,349 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16.60% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 44,541 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13.40% ;
6 უკრაინა - 10,453 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 22.40% ;
7 ისრაელი - 7,217 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 57.30% ;
8 ირანი - 8,424 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12.40% ;
9 ყაზახეთი - 3,157 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 44.80% ;
10 ინდოეთი - 2,830 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 28.90% .
"2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 633 ათას საერთაშორისო მოგზაურს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 19,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9%-ით გადააჭარბა. იანვრის თვის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
წინასწარი მონაცემებით 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრდა +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.