მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად $708 მლრდ-ს გამოყოფს

5fcf8c879e556
ნათია თაქთაქიშვილი
08.12.20 20:44
1114
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის ახალ მასტიმულირებელ პაკეტზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ეკონომიკის მხარდასაჭერად ქვეყანა $708 მილიარდს დახარჯავს.

ეკონომიკური პაკეტი მოიცავს ისეთი დარგების სუბსიდირებას, რომელიც ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს ეხება. ამ მიმართულებით ქვეყანა 384 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.

„ჩვენ აღნიშნულ ზომებს სამუშაო ადგილების და ბიზნესების შენარჩუნების მიზნით მივმართავთ, რათა დავიცვათ ხალხის საარსებო წყარო", - განაცხადა სუგამ.

$708-მილიარდიანი ეკონომიკური პაკეტიდან $ 19.2 მილიარდი ნახშირბადის ემისიის შემცირებაზე დაიხარჯება, $14.4 მილიარდის სუბსიდია ციფრული სექტორის მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო $9.6 მილიარდი რესტორნების სტიმულირებას, რომლებიც პანდემიის გამო შეზღუდული დროით ოპერირებამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

შეგახსენებთ, იაპონიამ მიმდინარე წელს კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკის ზარალის შესამცირებლად 2.2 ტრილიონი აშშ დოლარი დახარჯა.