მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

6345776c2b685
გიორგი თოლორდავა
11.10.22 18:06
692
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.7%-მდე შეამცირა.

მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.2%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა სამომავლო პროგნოზები უარესდება. IMF-ის შეფასებით, გლობალური ფინანსური კრიზისისა და პანდემიური კრიზისის შემდეგ, ამჟამად ბოლო 20 წლის ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვითარებაა.

„უარესი ჯერ კიდევ წინ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილი რეცესიას 2023 წელს იგრძნობს. გლობალური ეკონომიკის მესამედი ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის შემცირების წინაშე აღმოჩნდება; აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკა კი შენელებას განაგრძობს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სავალუტო ფონდის შეფასებით, ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, თუმცა პიკი 2022 წლის ბოლოსთვის დაფიქსირდება 8.8%-ის ფარგლებში.

IMF-ის განახლებული პროგნოზი:

ეკონომიკური ზრდა: 2022 წელს +3.2%; 2023 წელს +2.7%;

ინფლაციის დონე: 2022 წელს 8.8%; 2023 წელს 6.5%.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების განმაპირობებელი მიზეზები რუსეთ-უკრაინის ომი, პანდემია, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაღრმავება, ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირება და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები