ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 587 ადამიანი, ხოლო ვირუსმა გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამასთან, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9, 27%-ია. 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი კი 8, 33%-ს შეადგენს.