Youtube-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანგარიში სულ მცირე 1 კვირით დაუბლოკა, თუმცა, შესაძლოა, ვადა გახანგრძლივდეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიზეზი პრეზიდენტის ბოლო ვიდეოა.
როგორც Youtube-ის ადმინისტრაციამ CNN-ს განუმარტა, დონალდ ტრამპის ანგარიშზე ატვირთული ვიდეო ძალადობის წამახალისებელი იყო, ამიტომ ის სოციალური ქსელიდან წაშალეს. YouTube პრეზიდენტისთვის ანგარიშის დაბლოკვის გადაწყვეტილებას 1 კვირის შემდეგ გადახედავს.
ამასთან, YouTube–მა ვიდეოკონტენტი "თეთრი სახლის" არხიდანაც წაშალა.
YouTube-მა ასევე, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია დამატებით ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ტრამპის არხზე განთავსებული ვიდეოების ქვეშ ყველა კომენტარი გაუქმდეს.
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში გაურკვეველი ვადით დაბლოკა, ხოლო Twitter-მა - სამუდამოდ.