მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

61d2b6e7811a2
თელარა გელანტია
03.01.22 13:00
8064
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. Bm.ge-ის ინფორმაციით, ამ პოსტზე ილია ღუდუშაური დაინიშნა.

2021 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ამ დრომდე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად კი, ილია ღუდუშაური 2017-2018 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ილია ღუდუშაურის CV 

განათლება
2006 -2010 – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM – თბილისი, ბიზნესის ადმინისტრირება

სამუშაო გამოცდილება
03.2020 – 08.2021 - შპს ინსი, გენერალური დირექტორის მოადგილე

10.2018 – 11.2020 - შპს დელოიტი და ტუში, უფროსი მენეჯერი

04.2017 – 09.2018 - მუნიციპალური განვითარების ფონდი, დირექტორის მოადგილე

09.2010 – 05.2017 - შპს დელოიტი და ტუში, აუდიტის მენეჯერი.

ენები: ინგლისური, რუსული.

ცნობისთვის: სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. როგორც bm.ge-სთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე აღარაა გიორგი წოწკოლაური. აღნიშნული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურშიც დაგვიდასტურეს, მაგრამ არ აკონკრეტებენ, მან პოსტი თავისი ნებით დატოვა, თუ ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გაათავისუფლა.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დანარჩენი მოადგილეები პოსტებზე რჩებიან.