მედია ორგანიზაცია CNBC-ის ცნობით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებულები ჩინეთის, ხუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია. ამასთან, მთავრობამ ჩინეთიდან ჩასული ყველა მგზავრის გაკონტროლების ბრძანება გასცა.
არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული დუბაის საერთაშორისო აეროპორტზე, ვინაიდან აეროპორტი აზიის პოპულარული სატრანზიტო ჰაბია და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის შემთხვევები უკვე გამოვლენილ იქნა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და აშშ-ში.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.