მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა HUOBI კოლაფსის პირასაა | კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა

640addc9b86f0
გიორგი თოლორდავა
10.03.23 17:32
1068

მსხვილი კრიპტობირჟა Huobi კოლაფსის პირასაა, მისი კრიპტოვალუტის Huobi Token-ის ღირებულება რამდენიმე წუთში 93%-ით დაეცა. მართალია, ამჟამად ვითარება დასტაბილურებულია, თუმცა ბირჟიდან კაპიტალის გადინება აქტიური ტემპით მიმდინარეობს.

ზუსტად რამ გამოიწვია Huobi-ის მკვეთრი ვარდნა, ამ ეტაპზე უცნობია. ანალიტიკოსების შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში Huobi-მაც FTX-ის ბედი გაიზიაროს და გაკოტრდეს.

ზემოხსენებულ მოვლენას, ცხადია, კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე მკვეთრი დაღმასვლა მოჰყვა, ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია რამდენიმე საათში თითქმის 7%-ით შემცირდა, რაც თითქმის $100-მილიარდიან ვარდნა გულისხმობს. 

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ ჩინეთის ცენტრალურ მარეგულირებელს კრიპტოინდუსტრიის მიმართ რეგულაციებს გამკაცრება სურს. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მთავრობას კრიპტოვალუტების სრული აკრძალვისა და ახალი საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნისკენ მოუწოდებენ.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 19,900 დოლარს შეადგენს, მისი ღირებულება 8.2%-ითაა შემცირებული; ეთერიუმის ფასი კი თითქმის 9%-ით დაეცა და ამჟამად 1,400 დოლარს შეადგენს.