მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხიდან ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გავა

62d570ca7e594
ლიკა გურაბანიძე
19.07.22 00:27
1811
ლაგოდეხში მდებარე ქართულ-იტალიური ინვესტიციით შექმნილი ლოკოკინების ფერმიდან პროდუქტი 2023 წლის გაზაფხულზე იტალიაში ექსპორტზე გავა. ექსპორტს კომპანია "ჯიდიბიეს-ი" განახორციელებს. როგორც BMG-ს კომპანიის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, იტალიელ გამოცდილ პარტნიორთან (ჩერასკოსთან) 5-წლიანი ხელშეკრულება უკვე დადებულია. მისივე განმარტებით, ფერმის მოწყობაში, პარტნიორებთან ერთად ჩადებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 000 ევრომდეა.

“დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო გამოიყენება, როგორც ლოკოკინას მოსაყვანი მიწის რესურსი. იმ მოსავალს, რასაც მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად მივიღებთ, 2023 წლის მარტში იტალიური მხარე შეისყიდის. ლოკოკინების მოყვანა "ჩერასკოს" მეთოდოლოგიით მოხდება. პირველ ეტაპზე ლოკოკინების ფერმა 2 ჰექტარზე გავაშენეთ, 2023 წლის მარტში 10-15 ტონამდე მოსავალს ველოდებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ფასს, მისივე თქმით, იტალიაში 1 კგ-ს ფასი 5-დან 6 ევრომდე იქნება. "ეს პროდუქტი არა მხოლოდ რესტორნებში არამედ სხვადასხვა ქსელურ თუ მცირე მარკეტებში გაიყიდება.” - განმარტა ბურჯანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები