30 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9546 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 11.44 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1833 ლარი გახდა.
12.71-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.7379 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.57 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 18.05 თეთრი გახდა.




























