მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“ - კოვზანაძე გვენეტაძეს

60b7623cf12c5
თელარა გელანტია
02.06.21 14:47
1266
„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი - მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?“ - ამ კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას.

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ამის დასტურად საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ბანკის ორგანულ კანონი მოიყვანა.
„ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას? - მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტდამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?“, - ჰკითხა კოვზანაძემ გვენეტაძეს და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.

ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები