მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის ახალმა ნოუთბუქმა შესაძლოა მზის ენერგიაზე იმუშაოს

5e203f06eff40
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.20 22:40
1038
კომპანია Microsoft-ი სავარადუდოდ რევოლოციურ ცვლილებებს გეგმავს. კომპანიამ წარადგინა ნოუთბუქ Surface Pro 8-ის კონცეპტი, რომელიც შეიძლება ჩაშენებული მზის პანელით გამოვიდეს, რომელიც მზის ენერგიით დაიმუხტება. ამის შესახებ გამოცემა TechRadar-ი წერს.

გამოგონება აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების უწყებას 2018 წლის მეორე ნახევარში წარუდგინეს, თუმცა, ორგანიზაციის ვებგვერდზე მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა.

სქემის აღწერილობის თანახმად, ნოუთბუქის უკანა მხარეს განთავსებულია რამდენიმე ფოტოელემენტი, რომელიც მოწყობილობის ბატარეას უკავშირდება.

მზის ენერგია ნოუთბუქის ბატარეას მაშინ დამუხტავს, როდესაც ის დენის წყაროდან იქნება გამორთული.

როგორც გამოცემა წერს, ეს სიახლე Microsoft-ის მომდევნო თაობაშიც გამოჩნდება.