მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი განადგურებულია - "უკრობორონპრომი"

621ba7a9e7532
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 20:18
5731
უკრაინამ მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავის განადგურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო კონცერნმა "უკრობორონპრომ" დაადასტურა. 

მათი ცნობით, თვითმფრინავი AN-225 "ოცნება" ოკუპანტმა გაანადგურა. მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი იყო, რომელიც გოსტომელის აეროდრომზე იყო ბაზირებული. კონცერნის ცნობით, თვითმფრინავის აღდგენაზე 3 მლრდ დოლარი და 5 წელი იქნება საჭირო.

"უკრაინა მთელ ძალისხმევას მიმართავს, რომ ეს ხარჯი ოკუპანტმა გასწიოს", - ნათქვამია "უკრობორონპრომის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
გოსტომელის აეროპორტისთვის "ანტონოვ" რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. AN-225 სამგზავრო თვითმფრინავი მსოფლიოში ერთადერთი ეგზემპლარი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები