მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას 1 იანვრამდე დააფინანსებს - ვის ეხება ცვლილება

619cb634b7b04
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 13:59
1937

სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულ პირებს კორონავირუსის გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო 1 იანვრამდე დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 18 ნოემბერს გამოცემული 2008-ე განკარგულებაშია ნათქვამი.  

აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემაც დაუდასტურა და განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში სპორტული და სავარჯიშო დარბაზებიც შედის ანუ დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო მათაც 2022 წლის 1 იანვრამდე დაუფინანსებს.

ცნობისთვის: ბიზნესსუბიექტებს დასაქმებულთა გატესტვა ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ევალებათ.

შეგახსენებთ, რომ №975-ე განკარგულების ძველი რედაქციის მიხედვით, აღნიშნულ ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართული პირების ტესტირებას სახელმწიფო მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე აფინანსებდა, მაგრამ ვადამ 1 იანვრამდე გადაიწია. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები