ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
მისივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.061%-ით, მაქსიმალური - 8.150%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123-ით განისაზღვრა.
სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.