მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "ფონდი ქართუ", როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას"

5e87310cbfe1c
ინგა მურუსიძე
03.04.20 16:53
1103
“ფონდი ქართუ“, როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის გვერდით, ყველაფერში, როდესაც გლობალური კრიზისული ვითარება გვიდგება წინ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს იყო თბილისის წყალდიდობის დროს, სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს და ახლაც, როგორც ყოველთვის, ფონდი მზადყოფნას გამოხატავს, რომ გვერდში დაგვიდგეს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ჯერჯერობით ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვმუშაობთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორთან, რომელმაც დახმარების სურვილი გამოხატა და მთლიანობაში, ამ პაკეტში გადაწყდება დამატებითი დახმარების საჭიროება, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ფონდ "ქართუს", რომელიც ყოველთვის დგას ქართველი ერის გვერდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.