დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
ამის შესახებ bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს. კერძოდ:
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან, 17 000 ლარის ნაცვლად 22 000 ლარს მიიღებს;
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან, 21 000 ლარის ნაცვლად მიიღებს 25 000 ლარს;
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან, 23 000 ლარის ნაცვლად მიიღებს 28 000 ლარს;
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან, ნაცვლად 26 000 ლარისა 31 000 ლარს მიიღებს;
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 6 წევრისგან, 29 000 ლარის ნაცვლად 34 000 ლარს მიიღებს;
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 7 წევრისგან, 32 000 ლარის ნაცვლად 37 000 ლარს მიიღებს;
• დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 8 წევრისგან, 35 000 ლარის ნაცვლად 40 000 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით - 3000 ლარს.
სააგენტოს ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს, დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.