მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია, რომ ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად ექიმი უნდა იყოს“ - ნინო მირზიკაშვილი

ნინო მირზიკაშვილი

„არ მგონია, რომ ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად ექიმი უნდა იყოს“ - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ნინო მირზიკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნის შეფასებისას განაცხადა.

სამედიცინო განათლების რეფორმა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა - ნინო მირზიკაშვილის რეკომენდაციაა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ამ რეფორმების გატარება შეძლოს.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, რეფორმების განხორციელებას, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება სჭირდება და რადგან მიხეილ სარჯველაძე მმართველი ძალის პოლიტიკური გუნდის წევრია, შესაძლოა, მას ეს ფაქტი რეფორმების გატარებაშიც დაეხმაროს.

- დღეს პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ ბევრს ბჭობდნენ, უნდა ყოფილიყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ექიმი; არ მგონია, რომ ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად ექიმი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, საჭიროა, სხვა უნარ-ჩვევები - მმართველობა, ლიდერობა, სექტორში გარკვეულობა, ეს უფრო სჭირდება მინისტრს, ვიდრე ანატომიის ცოდნა...

- ჯანდაცვის ახალ მინისტრს ამ დრომდე ჯანდაცვის სისტემასთან შეხება არ ჰქონია ანუ სექტორში ჩახედული არაა...

- ალბათ მეტი მუშაობა მოუწევს და იმედი გვაქვს, თავს გაართმევს.

- რა შეცდომა არ უნდა დაუშვას მიხეილ სარჯველაძემ?

- გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ უნდა შეეშალოს; თანამედროვე ჯანდაცვაში დღეს ძალიან ბევრ საუბრობენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე - ასეა ევროპაში, ასეა ამერიკაში; ამისთვის კი, საჭიროა ძალიან ბევრი კვლევა, ინფორმაცია, მონაცემი, რათა გადაწყვეტილებები, რომლებსაც სამინისტრო მიიღებს, იყოს მყარი. ასეთ გადაწყვეტილებას აქვს უფრო მეტი გამძლეობა და მდგრადობა იმისთვის, რომ სექტორისთვის და ყველაზე მთავარი - მოქალაქეებისთვის, სასარგებლო იქნება. ამდენად, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი რეფორმა სამედიცინო სექტორის, ყველა რგოლის ჩართულობით განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია, ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები თუ რეფორმები, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს, წარმატებით დაინერგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები