მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის"

632c91670f81d
BM.GE
22.09.22 20:43
452
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართულ მიღებას დაესწრო.

მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მადლობას უხდის.

,,მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და გლობალური გამოწვევების შესახებ ერთმანეთს მოსაზრებებს უცვლიან. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.