დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.
„ნუ გაიკეთებთ პირბადეს, როცა ტყეში სეირნობთ, ან ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ, მაგრამ თუ 5-8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არსებობს.
მეორე გამოსავალი კი არის დღეში 25 ათასი, 30 ათასი აცრის გაკეთება. დღეს რომ საშუალება იყოს, 100 ათასი აცრა ვაკეთოთ დღეში, ეპიდემიას სწრაფად შევაჩერებთ“, - მიმართავს გამყრელიძე მოქალაქეებს.