მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჯახზე 300 ლარი და ერთ ადამიანზე თვეში 45 ლარი - რა სოციალური დახმარება დაენიშნათ უკრაინიდან დევნილებს

62e4f2039a45d
BM.GE
30.07.22 12:51
2277
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წლის 15 ივლისიდან უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.

უწყების პასუხის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა გავრცელდება 2022 წლის 1 თებერვლის შემდგომ, საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.

აღნიშნული პროგრამა ასევე ვრცელდება იმ პირებისთვის ვინც უკრაინიდან საქართველოში შემოვა 2022 წლის 15 ივლისის შემდეგ.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს 3 თვის ვადით, როგორც საცოხვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის.

კერძოდ:

- საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახზე გაიცემა თვეში 300 ლარი.
- საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა თვეში 45 ლარი.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვის-ცენტრს და წარადგინოს უკრაინის მოქალაქის პასპორტი ან უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯება ამ სოციალურ დახმარებებზე, უცნობია ისიც გახანგრძლივდება თუ არა ის 3 თვის ამოწურვის შემდეგ.

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა 6.3 მილიონ ლარად უკრაინელი ოჯახებისთვის ქვეყანაში სასტუმროების დაქირავებაზე. ამ შესყიდვით 20 აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო სასტუმრო ნომრებს დაიქირავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები