პანდემიის პერიოდში 112-ის ოპერატორებმა რეკორდული რაოდენობით, 9 მლნ-მდე ზარი მართეს, - ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდა.
„112 ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ეფექტიან მართვას და უწყვეტ ვიდეო-მეთვალყურეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პანდემიის პერიოდში 112-ის თანამშრომლებმა რეკორდული რაოდენობის, 9 მლნ-მდე ზარი მართეს“, - ითქვა ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ: 112 არის პირველი რგოლი, სადაც მოქალაქეები კოვიდ-დახმარებების, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების და სხვა დახმარების თხოვნით რეკავენ.