დახურულ სივრცეებში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი გამკაცრდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური ღონისძიებები და ქორწილები რიგ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების კერები იყო.
„აუცილებელია, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები იყო გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკიდურესად გამკაცრდება. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის შემთხვევაში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს შედარებით მსუბუქი მოთხოვნები იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.