მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის შემდეგ, „ნამახვანჰესის“ პროექტზე განცხადებას ეკონომიკის მინისტრიც აკეთებს

60c0b4a5ac89b
თელარა გელანტია
09.06.21 16:28
2041
„ნამახვანჰესის“ პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოს აძლიერებს ენერგეტიკული კუთხით, მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის გახნის შემდეგ მედიასთან საუბრისას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროექტის გაუმჯობესებისთვის.

„ამ მიზნით ექსპერტები უკვე მუშაობენ - 15-მდე სხვადასხვა ექსპერტულმა ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც გვქონდა ერთი თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით მათ უკუკავშირს, თუ რა აღმოაჩინეს კვლევებში, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მიდის მუშაობა ინვესტორთან, რათა მოხდეს პირობების გაუმჯობესება და პირველ რიგში, ეს უკავშირდება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარის ვადას - 99 წლით გადაცემას ეხება.

„მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი... პროექტი ასე არ გაგრძელდება - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები