მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ქვით ჩინური და ირანული ქვების კონკრეტული სეგმენტის იმპორტი ჩავანაცვლეთ" - ზოდი

5ed109bd6fd36
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.20 21:00
3714
მთლიანად ჩავანაცვლეთ ჩინური და ირანული გრანიტის ქვების კონკრეტული სეგმენტის იმპორტი ქართული ქვით, -ამის შესახებ BM.GE-ს ქართული ქვის მწაროებელი კომპანია „ზოდი“-ს დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ განუცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო 3 მლნ ლარის ინვესტიციით, თბილისში 2019 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, ისარგებლა რა „აწარმოე საქართველოს“ „იაფი სესხის“ პროგრამით საწარმოში 30-მდე ადამიანი დაასაქმა და საკუთარი წარმოებით იმპორტირებული ქვის ჩანაცვლება დაიწყო.

„ჩვენ შემოგვაქვს გრანიტის, მარმარილოს, ტრავერტინის, ონიქსის, კვარცის ქვების დიდი ასორტიმენტი. სამწუხაროდ საქართველოში ბუნებრივი ქვების დიდი არჩევანი არ არის. ჩვენი საწარმო, რომელიც ოქტომბერში ავამუშავეთ, გათვლილია ქართული ქვების - გრანიტის, კირქვისა და ბაზალტის წარმოებაზე. ამ კატეგორიის ქვებით 80-90%-ით ჩავანაცვლეთ ირანიდან და ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად“, - განაცხადა ზაურ გაბაიძემ.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოების ქვაზე „ზოდის“ მაღაზიათა ქსელში მოთხოვნა დიდია.

„ჩვენ გვაქვს კიდევ ახალი თემა - ქართული კირქვის მოპოვება და ექსპორტი, რომელიც სიახლეა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ „ზოდი“-ს შვილობილი კომპანია „ზოდი მარმო“ აწარმოებს ქართული ქვის, კერძოდ, კირქვის მოპოვებას იმერეთის რეგიონში, რომლის პირველი პარტიაც, 55 კონტეინერი ქვა გასული წლის მიწურულს ჩინეთშიც გავიტანეთ, რაც დაახლოებით 150 000 დოლარის ღირებულების იყო. სამწუხაროდ, ამ კარიერის ამუშავება ჯერჯერობით შეჩერებულია COVID-19-ის გამო. ჩვენ ვაწარმოებთ უკეთესი ხარისხის კირქვის საბადოების მოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს უცხოეთში დიდი რაოდენობის ქართულ ქვას გავიტანთ“, - აცხადებს „ზოდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზაურ გაბაიძე.