მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს" - დმიტრო კულება ევროკავშირს

630e1b2d25557
მარიამ იზორია
30.08.22 19:30
930
„რუსეთის გარდაქმნისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, 2007 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროკავშირში გამარტივებული სავიზო რეჟიმით დაიწყო სარგებლობა, საქართველოსა და უკრაინაზე შეტევა განახორციელა, ამასთან მრავალი დანაშაული ჩაიდინა.

„ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ნულოვანი გარდამტეხი ეფექტი აქვს. 2007 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამარტივებული სავიზო რეჟიმით დაიწყო სარგებლობა, შეტევა განახორციელა საქართველოზე, დაიწყო ომი უკრაინაში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი კი აბსოლუტური მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - წერს კულება Twitter-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას, გამოცემა Financial Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის მინისტრები გეგმავენ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის გაუქმებას. გამოცემის ცნობითვე, ევროკავშირის მინისტრები ამ საკითხთან დაკავშირებით ორდღიან შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც დღეს, 30 აგვისტოს იწყება.

ცნობისთვის, ვიზების გაცემის გამარტივების ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. ევროკავშირმა მისი რამდენიმე პუნქტის მოქმედება, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესების წარმომადგენლების მიერ ვიზების მოპოვებას შეეხებოდა, ომის დაწყებიდან მალევე შეაჩერა. ახლა კი საუბარია ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის შეჩერებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ვიზებს გააძვირებს, მათი მიღების ლოდინის პერიოდს კი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს - წერდა Financial Times-ი .