მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგოპროექტების ჩათვლით, ჯამში $250 მლნ-ზე მეტის ინვესტირებას ვგეგმავთ" - "ბლოკ ჯგუფის" გეგმები

62b0525462658
მარიამ იზორია
26.06.22 22:00
1181
“ბლოკ ჯგუფის” მმართველი პარტნიორი გადაცემა “Forbes კვირაში” კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

თორნიკე ჯანაშვილის თქმით, კომპანიის საინვესტიციო პორტფელი $250 მლნ-ზე მეტს გადააჭარბებს და ახალი პროექტების ფარგლებში “ბლოკ ჯგუფი” 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

“სტუმარ-მასპინძლობის სექტორში კიდევ ორი აქტიური პროექტი გვაქვს. მათ შორის 200-ნომრიანი სასტუმრო “რედისონის” მშენებლობაა. გვაქვს ერთობლივი პროექტი “ორბისთან”. კომპანიაში მინიმუმ 3000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული.

ინტერესი ქარის ენერგიის მიმართულებითაც გვაქვს. საქართველოში ჯამში სამ ლოკაციაზე კვლევები უკვე ჩავატარეთ. ქარის ენერგიის ბაზარზე ბევრი ცვლილება უნდა მოხდეს. ეს ბაზარი სახელმწიფოს მიერ ამ დრომდე ძალიან რეგულირებულია. ველოდებით ამ რეგულაციების განხორციელებას, რომლის შემდეგაც ქარის ენერგეტიკის პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ, დაინტერესებული პარტნიორები გვყავს, ფონდებიც და ბევრი ქვეყანაში ბევრი ინვესტიციის შემოტანას შევძლებთ.

ენერგეტიკის მიმართულებით პროექტების ჩათვლით $250 მლნ-ზე მეტის ინვესტირებას ვგეგმავთ. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენი კომპანიის აქტიური პროექტების ინვესტიცია $250 მლნ-ს უკვე ცდება” - განმარტავს თორნიკე ჯანაშვილი.

“ბლოკ ჯგუფი” მომავალ წელს 30 წლის გახდება. კომპანია, რომელიც ჰოლდინგის სტრუქტურით არის წარმოდგენილი, 40 ზე მეტ, მათ შორის, ჯანდაცვის, მშენებლობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ბიზნეს მიმართულებას მოიცავს.

ცნობისთვის: “ბლოკ ჯგუფი” სასტუმრო "რედისონის" პროექტზეც მუშაობს, რომლის გახსნაც 2023 წლის ბოლო კვარტალში იგეგმება. სასტუმროს მშენებლობაში $25 მლნ ჩაიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები