"ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 12 საათიდან შეეძლებათ. აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. ცნობისთვის, ამერიკის მთავრობისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ასევე, "ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.