"ოცნებამ" თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ამით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისი ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.
"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას კალაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძე თბილისის მერის პოზიციას 2017 წლიდან იკავებს. წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის მეორე ვადით იყრის კენჭს.