მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შრომის უსაფრთხოებაზე შემოწმებულია 600-მდე კომპანია - 80%-მა მოთხოვნები დააკმაყოფილა"

5ea963e60bc48
ინგა მურუსიძე
29.04.20 15:32
992
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ამ დროისთვის 600-მდე კომპანიაა შემოწმებული და 80%-მა მოთხოვნები დააკმაყოფილა.

ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენი საწარმო შემოწმდა უსაფრთხოების ნორმებზე ბოლო კვირების განმავლობაში და რამდენი ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, კომპანიებს და ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე აქვთ შესაძლებელი.

ტიკარაძის განმარტებით, დეტალურადაა ახსნილი თუ რომელ კომპანიას რა ვალდებულებები ეკისრება და ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს შრომითი ინსპექციაც.

"დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, იყვნენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც იყო წარდგენილი. ამასთან, დამატებითი მონიტორინგი მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული", - განაცხადა ტიკარაძემ.