მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუხმან ჯგუფმა" სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში 6 ახალი ვილა ააშენა

62f2c5783581c
ალა ისპირიანი
09.08.22 22:30
956
„შუხმან ჯგუფმა" სოფლის განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ექვსი ახალი ვილა უკვე აშენდა. როგორც Bm.ge-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში 10 ვილის მშენებლობა იყო დაგეგმილი და დარჩენილი ოთხი ვილა წლის ბოლომდე დასრულდება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბოლო 1 წელში პროექტში 1,5 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო.

„ვილების გაფართოება 2022 წელს დავიწყეთ, როდესაც მივხდით, რომ ცხოვრება პანდემიასთან ერთად გვიწევდა. მოგზაურთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ადგილობრივი ტურიზმი გაიზარდა, ამიტომ სასტუმროზე მოთხოვნა არის. დამატებით 6 ვილა ავაშენეთ და მეორე ფაზა კვლავ გრძელდება. 6 დამატებული ვილა 2022 წელს გაეშვა“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი იმის წინაპირობაა, რომ კომპანია პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება:"ვუახლოვდებით იმ მონაცემებს, რაც პანდემიამდე გვქონდა. ეს ბიზნესისთვის იმის გარანტია რომ მშენებლობა იქნება თუ სხვა და სხვა განვითარების პროექტები შესაბამისად დაიგეგმოს".

რაც შეეხება კომპანიის განვითარების მიმართულებას იგი ამბობს, რომ ტურისტების მხრიდან ვილებზე მოთხოვნა გაზრდილია, ამიტომ ამ მხრივ გაფართოება გადაწყვიტეს.

„ახლა იმდენად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, არა მხოლოდ ადგილობრივის არამედ უცხოელი სტუმრისაც, ყველა უპირატესობას ანიჭებს ცალკე ბუნებაში დასვენებას. ჩვენი კომპანიისთვის ნომერ პირველი საინვესტიციო პოტენციალი და ინტერესი რჩება კახეთში და ეკოლოგიური მიმართულებით პროექტები არის პრიორიტეტი. ეკო სისტემური დეველოპმენტით შეგვიძლია კონკურენციის გაწევა, ამიტომ ისევ ვილების მშენებლობას ვაგრძელებთ", - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ინფორმაციისთვის, შუხმანის ღვინის სოფელი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში 2019 წელს ამოქმედდა, სადაც 14 მაღალი სტანდარტის ვილაა განთავსებული და აღნიშნულ რაოდენობა მიმდინარე წელს 6 ახალი ვილა დაემატა. რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობას, 120 ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები