მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?

62a9d98ed0ad0
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.22 17:22
44435
წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით, პირველი ეკოტურისტული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა. 14 ივნისს ახალი ტურისტულ ლოკაციაზე, 240 მეტრის სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდის“ გახსნის ღონისძიებას, საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. კომპანიის ხელმძღვანელმა ეკატერინე თორდიამ კი განაცხადა, რომ ეს Kass Group-ის მიერ დაგეგმილი პროექტის მხოლოდ ნაწილია და კომპანიის მიზანი წალკის მსოფლიოში ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაქცევაა.

ახალი ეკოტურისტული ობიექტის მონახულება ვიზიტორთათვის ფასიანი იქნება და მისი ცალკეული ატრაქციის ღირებულება უკვე განსაზღრულია. დაშბაშის კანიონის მონახულებისას ველობილიკით გასეირნების, შუშის ხიდზე გავლის და საქანელის ფასები ბილეთების გაყიდვის ონლაინგვერდზე გამოქვეყნდა.

ეკოტურისტული ობიექტის მონახულების მსურველ 3-12 წლამდე საქართველოს მოქალაქეს 19 ლარად შეეძლება; ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს - 29 ლარად, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისთვის ზრდასრულის შემთხვევაში ბილეთის ფასი - 49 ლარი, ხოლო მოზარდისთვის 34 ლარი იქნება.

გარდა ამისა, დამატებითი მომსახურების ველობილიკით მოგზაურობის მსურველებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ; ერთი ადამიანისთვის საქანელით გართობის მსურველებმა 80 ლარი, ხოლო 3 ადამიანის შემთხვევაში 150 ლარი უნდა გადაიხადონ.

აღსანიშნია, რომ წალკის კანიონი სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე მიიღებს ვიზიტორებს, ხოლო ორშაბათი დასვენების დღე იქნება. ამასთან, ბილეთების გაყიდვის ვებგვერდზე, მათი შეძენის მსურველებს კანიონის მონახულების რეკომენდაციებსაც აძლევენ.

ბილეთის შეძენისას გასათვალისწინებელია, რომ:

წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასასვლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1,2 მ-ს.
ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს.
კანიონში ჩასასვლელი ბილიკის გადასალახად მრავალი კიბის გავლა არის საჭირო, რაც ქმნის სირთულეებს პირებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ გადაადგილება.
ტერიტორიაზე არ დაიშვება შინაური ცხოველი.
ტერიტორიაზე გადასაადგილებლად აუცილებელია შესაფერისი სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი.
ტერიტორიაზე აუცილებელია ბილიკზე სიარული, ბილიკიდან გადასვლა აკრაძალულია.
აკრძალულია ბანაობა, თევზაობა.
სასურველია, ვიზიტორებმა იქონიონ საწვიმარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები