მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი?

626c034775495
თელარა გელანტია
30.04.22 10:00
3076
"საქართველოს რკინიგზამ" მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ  სამუშაოების 86% 2019 წელს დასრულდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მლნ შვეიცარიული ფრანკია. თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ძირითადი მიზნებია: მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების გაზრდა; სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. 

Bm.ge-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ჰკითხა - როდის დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაზეც გურამ გურამიშვილმა გვიპასუხა, რომ კიდევ 1-1.5 წელიწადია საჭირო.

„სადღაც ერთი წლის სამუშაოები დარჩა. ახალ ტრასაზე ეტაპობრივი გადართვა უკვე დაწყებულია. რამდენიმე კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მაქისმუმ 1-1.5 წელიწადში ვიხილავთ მოდერნიზებულ რკინიგზას.

ახალი კონფიგურაციის ტრასით შეგვეძლება ვიმგზავროთ დასავლეთ საქართველოში და პირიქით.

მოდერნიზაციის პროექტის მთავარი არსია საუღელტეხილო უბანზე გამტარუნარიანობის გაზრდა - შემსუბქუდა ქანობი და შესაბამისად, მატარებელთა სიჩქარე გაიზრდება და შემცირდება მგზავრობის დრო“, - განმარტა გურამ გურამიშვილმა.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:

სამშენებლო სიგრძე
• ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.
• არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ
მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა
მრუდების საქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები