მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის გაზი მოიხმარეს საქართველოში? - I კვარტალის სტატისტიკა

64745ca043feb
მარიამ ვარადაშვილი
29.05.23 12:34
440
მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში თითქმის 1.3 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მოიხმარეს. აქედან თითქმის 370 მლნ კუბური მეტრის გაზი თბოსადგურებმა მოიხმარა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირი 15.5%-ით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება გასულ წელს, 2022 წლის პირველ კვარტალში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 1.2 მილიარდი კუბური მეტრი იყო. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში [იანვარი-აპრილი] საქართველოში 1.1 მილიარდი კუბური მეტრის გაზია ექსპორტირებული.