მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საქონელი გააქვს საქართველოს ევროკავშირში?

637e2e078a1ab
BM.GE
23.11.22 18:45
1295
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან EU-ში $715 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. მთლიანობაში ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ექსპორტის 16% მოდის.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ეს EU-ში საქართველოს ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. თანხობრივად ექსპორტში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რაც $363 მილიონ დოლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, ეს თანხა 67%-ით არის გაზრდილი. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ საქონლის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს.

მეორე ადგილს თხილის ექსპორტი იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი ტემპით - 645 პროცენტით ევროკავშირში საქართველოში დამზადებული ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა, რამაც $15 მილიონ დოლარს მიაღწია.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ევროკავშირში:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $363 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
2. თხილი და სხვა კაკალი - $54 მილიონი, მატება წინა წელთან 28%
3. მსუბუქი ავტომობილები - $28 მილიონი, მატება წინა წელთან 60%
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $26 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
5. ფეროშენადნობები - $25 მილიონი, მატება წინა წელთან 45%
6. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $20 მილიონი, მატება წინა წელთან 21%
7. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $19 მილიონი, კლება წინა წელთან -11%
8. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $15 მილიონი, მატება წინა წელთან 645%
9. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - $9 მილიონი, კლება წინა წელთან -46%
10. მინერალური და მტკნარი წყლები - $9 მილიონი, კლება წინა წელთან -44%

წინა წლების განმავლობაში (10 თვეში) ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი ასე ნაწილდებოდა:

● 2022 წელი - $715 მილიონი დოლარი;
● 2021 წელი - $539 მილიონი დოლარი;
● 2020 წელი - $557 მილიონი დოლარი;
● 2019 წელი - 651 მილიონი დოლარი;
● 2018 წელი - $584 მილიონი დოლარი;
● 2017 წელი - $528 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, EU-დან იმპორტი წლების მიხედვით ასე იცვლებოდა (10 თვე):

● 2022 წელი - $2.4 მლრდ დოლარი;
● 2021 წელი - $1.84 მლრდ დოლარი;
● 2020 წელი - $1.5 მლრდ დოლარი;
● 2019 წელი - $1.88 მლრდ დოლარი;
● 2018 წელი - $2 მლრდ დოლარი;
● 2017 წელი - $1.73 მლრდ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები