მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შედის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტში, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს წარადგინა?

6334726c0dd02
ალა ისპირიანი
28.09.22 20:20
1487
Reuters-ის ცნობით, ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა, რომელიც უკრაინაში შეჭრას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.

გამოცემის ცნობით, პაკეტი რუსული პროდუქციის იმპორტზე დამატებით შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. საუბარია €7 მილიარდის ღირებულების პროდუქციაზე. შეზღუდვები ასევე ისეთი საკვანძო ტექნოლოგიების ექსპორტს შეეხება, რომელიც სამხედრო და საავიაციო სფეროში გამოიყენება.

გარდა ამისა, სანქციების პაკეტი სამართლებრივ საფუძველს შექმნის ნავთობის ფასზე ლიმიტის დასაწესებლად და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავებას აუკრძალავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები