მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაწესდება წერტილოვანი შეზღუდვები? - ამირან გამყრელიძის პასუხი

6065bc2353e68
ინგა მურუსიძე
01.04.21 16:22
724
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში შესაძლოა დაწესდეს, თუკი მცირე ეპიდაფეთქებები გახშირდა.

Facebook-ლაივში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ამ ეტაპისთვის 5 მეტ-ნაკლებად მცირე კლასტერი არსებობს.

„ეპიდვითარება მცირედ გაუარესდა, ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა კარგია, რომ ზრდა არ არის ნახტომისებური. სიტუაცია საყურადღებოა, ამიტომ არის, რომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება.

გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუკი მეტნაკლებად მცირე კლასტერები მომრვლდება და ეპიდაფეთქებები გახშირდება და ისინი აუცილებლად გახშირდება, თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ იმაზე, თუ სად დაწესდება შეზღუდვები, უწყებათშორისი საბჭო იმსჯელებს.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი სიტუაციაა ამა თუ იმ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში“, - განაცხადა იმნაძემ.