მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭული ღვინის განსხვავებული კუთხით წარმოჩენას ვცდილობთ - ‘’ველეულა’’

636cebe48902f
თინათინ ნატმელაძე
10.11.22 22:00
778
განსხვავებული კონცეფციის, 1.5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული "ველეულა" ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. მისი მენეჯერი ნინო მღებრიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ 11 სახეობის ღვინოს რაჭის სხვადასხვა სოფლებში გაშენებული საკუთარი ვენახებიდან აწარმოებენ.

"ჩვენი ბრენდი ერთი წლის წინ შეიქმნა, ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით ვართ შემოსული. ღვინოს ონლაინ ვყიდით. გვაქვს სახლში მიწოდების სერვისით. მარანიც აქვეა, რაჭაში, სოფელ ძირაგეულში. "ველეულას’’ ღვინო ჩვენივე ვენახის ყურძნისგან იქმნება, რაჭის სხვადასხვა სოფლებში - ხვანჭკარის მიკროზონაში, ძირგაეულსა და საკეციაში 25 ჰექტრის ფართობის ვენახები გვაქვს, სადაც ალექსანდრეულის, მუჯურეთულის, რაჭული მწვანისა და უსახელაურის ჯიშის ვაზი გვაქვს დარგული", - განაცხადა ნინო მღებრიშვილმა.

ის ამბობს, რომ ექსპერიმენტებს არ უშინდებიან და უნდათ რაჭული ღვინო უფრო განსხვავებული კუთხით წარმოაჩინონ.

"მაგალითად, უსახელაურის ჯიშის ვაზი ექსპერიმენტის სახით გავაშენეთ, რომელმაც ძალიან კარგი პროდუქტი მოგვცა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩვენი მეღვინე მუდმივად სიახლეების დანერგვას ცდილობს, ძალიან უყვარს ექსპერიმენტის სახით სხვადასხვა კუპაჟების შექმნა, ასეთი არის ჩვენი საფირმო ღვინო "ვერველევი", რომელიც რაჭული მწვანის, ცოლიკაურის და რქაწითელის შერევის შედეგად შეიქმნა და კომპანიისთვის ბესტსელერად იქცა. საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოწონება დაიმსახურა და უმაღლესი ქულით ჯილდოც მიიღო,"- ამბობს მღებრიშვილი.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მისი თქმით ღვინო "8000 მოსავალსა" და ღვინის ბირჟაზე, გააქვთ თუმცა მათთვის პრიორიტეტი მაინც მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციაა, ამიტომაც ონლაინ გაყიდვები პრიორიტეტია და ბევრი გათამაშება და აქციაც აქვთ.

""ველეულას" ღვინოზე მოთხოვნა საქართველოს ბაზრის გარდა ამერიკაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთსა და ინგლისშიც მაღალია, მოლაპარაკება სხვა ევროპის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს და უახლოს მომავალში საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავენ, მენეჯერის ცნობით, მალე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და მარანში სადეგუსტაციო სივრცისა და შოურუმის მოწყობასაც აპირებენ", - ამბობს ნინო მღებრიშვილი.

მან ასევე გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი და ქვეყანაში ფასების მკვეთრი ცვალებადობა ‘’ველევულასაც’’ შეეხო, მაგრამ მღებრიშვილი მთავარ გამოწვევად მაინც კადრების ნაკლებობას ასახელებს.

"ომის დაწყების შემდეგ შიდა გაყიდვები ძალიან შემცირდა, შემდეგ პროდუქციაზე ფასის ზრდაც დაემატა და ადამიანებს ღვინოში თანხის გადახდის ეშინოდათ, ასევე რთული აღმოჩნდა არასტანდარტული, 1.5 ლიტრიანი ბოთლების, ეტიკეტებისა და სტიკერების შოვნაც, თუმცა შიდა ბაზარია მოთხოვნა ნელ-ნელა კვლავ იზრდება. მარანში ამჟამად 12 ადამიანი დასაქმებული, სეზონურად, ყურძნის კრეფისა და ვენახის გასხვლის პროცესში მათი რაოდენობა იზრდება, მთლიანად ადგილობრივი მუშა-ხელი გვყავს თუმცა კადრების დეფიციტია, მუშაობის მსურველი ადამიანების შოვნა ჭირს", - განაცხადა ნინო მღებრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები