ის ამბობს, რომ კარგად რეგულირებული იურისდიქციები არის ისეთები, სადაც მარეგულირებელი აწყობს აქტიურ კონსულტაციებს ოპერატორებთან და მომწოდებლებთან, ისევე როგორც ინდუსტრიასთან. მისი შეფასებით, ეს კომუნიკაციები ნამდვილად საჭიროა, რადგან ამ დროს მარეგულირებელი დარწმუნდება, რომ ისინი აწესებენ რეგულაციებს აზარტული თამაშების ზედამხედველობის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად. პეისი ამბობს იმასაც, რომ საჭიროა იმ გზების იდენტიფიცირებაც, რითაც ზედამხედველობა ყველაზე ეფექტურად განხორციელდება, რაც ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ ეს სიახლეები განხორციელდეს რეგულაციების დაცვის მიზნით, იმის საპირისპიროდ, რომ ვინმეს ზუსტად ვუთხრათ, როგორ უნდა გააკეთონ რაღაც სწორად.
"ზუსტად ასე ხდება დღეს საქართველოშიც. კიდევ ერთი რამ, რისი გაგებაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ უცებ გადახვიდეთ ზედამხედველობის ერთი დონიდან ზედამხედველობის მეორე დონეზე. ეტაპობრივი ზრდა უნდა მოხდეს. ინდუსტრიას უნდა მიეცეს საშუალებას აითვისოს რეგულაციები და მუდმივად გაუმჯობესდეს. ზუსტად ასე ხდება საქართველოშიც. ვფიქრობ, მთლიანობაში, საქართველო კარგ გზაზეა. მონიტორინგთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება, მოგცემთ ხელშესახებს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ამ კუთხით ქვეყანა წინ მიდის"-აცხადებს პეისი.
რაც შეეხება საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრიაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის ძირითადი ნაწილიც ძალაში 1 მარტიდან უნდა შევიდეს, კითხვაზე, არის თუ არა ეს ცვლილებები პოზიტიური და სასარგებლო თავად ინდუსტრიისთვის, პეისი ასე პასუხობს:
დიახ. განურჩევლად იურისდიქციისა, აზარტული თამაშების ინდუსტრია ეყრდნობა მოთამაშეებს, რომლებიც ენდობიან, რომ თამაშები, რომლებსაც ისინი თამაშობენ, სამართლიანია. მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ ნდობა, რომ ამ პროცესებში კეთილსინდისიერების მაღალი დონეა და რომ თამაშები რეალურად ყველა მოთამაშეს აძლევს გამარჯვების თანაბარ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ეს მოთამაშე. ეს ნამდვილად ეფუძნება თამაშის წესების თანმიმდევრულ გამოყენებას. თუ ამას მოვხსნით, თუ მოთამაშეებს ამ ნდობას წავართმევთ, მაშინ იურისდიქციის ფარგლებში სათამაშო ინდუსტრია დაზარალდება. ასე რომ, მე მჯერა, რისი გაკეთებაც საქართველოს მთავრობას სურს, ეს არის აზარტული თამაშების ინდუსტრიის მხარდაჭერა საქართველოში.
მათ უნდათ, რომ ეს ინდუსტრია გაიზარდოს და მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამისათვის ქვეყანას უნდა გქონდეთ აზარტული თამაშების კანონები და ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც უკვე ამოქმედდა. საჭიროა პრაგმატული, მოზომილი და ინდუსტრიისთვის ჭეშმარიტად მხარდამჭერი მიდგომების ათვისება. ინდუსტრია უნდა ისწრაფვოდეს მიზნისკენ, გახდეს მკაცრად რეგულირებადი"-აცხადებს მარკ პეისი.
პეისი 35 წელია აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მუშაობს. კომპანია RSI, რომელსაც ის წარმოადგენს, მარეგულირებლებს, ოპერატორებსა და მომწოდებლებს ტექნიკური დახმარებას უწევს და ასევე უწევს საკონსულტაციო მომსახურებას. სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება ახლა RSI საქართველოს მთავრობას.
პეისი 35 წელია აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მუშაობს. კომპანია RSI, რომელსაც ის წარმოადგენს, მარეგულირებლებს, ოპერატორებსა და მომწოდებლებს ტექნიკური დახმარებას უწევს და ასევე უწევს საკონსულტაციო მომსახურებას. სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება ახლა RSI საქართველოს მთავრობას.