მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავლები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს?

63abfa6376214
BM.GE
28.12.22 12:39
7496
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები საკუთარ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებს მათ მარეგულირებელს უგზავნიან. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) აღნიშნული ანგარიშგებები უკვე გამოაქვეყნა. წამყვანი აუდიტორული ფირმების შემოსავალმა 2021 წელს 95 მილიონ ლარამდე შეადგინა (წარმოდგენილია ის კომპანიები, რომელთა ფინანსური ანგარიშიც გასაჯაროებულია). 2020 წელთან შედარებით ეს თანხა 6.8 მილიონი ლარით მეტია. 

წამყვანი აუდიტორული კომპანიების 2021 და 2020 წლების ფინანსური ანგარიშგებები

1) შპს იუაი საქართველო - 21,705,777 ლარი; 2020 წელს 20,149,701 ლარი;
2) შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო - 21,444,752 ლარი; 2020 წელს 18,257,028 ლარი;
3) შპს ბიდიო საქართველო - 15,591,176* ლარი; 2020 წელს 12,673,933 ლარი;
4) შპს KPMG Georgia - 12,614,881 ლარი; 2020 წელს 11,307,613 ლარი;
5) შპს დელოიტი და ტუში - 10,290,841 ლარი; 2020 წელს 11,046,325 ლარი;
6) შპს ნექსია თიეი - 7,963,306 ლარი; 2020 წელს 7,429,027 ლარი;
7) შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები - 4,534,023 ; 2020 წელს 3,776,742 ლარი;.
8) შპს გრანთ თორნთონ - 3,163,214 ლარი; 2020 წელს 2,685,181 ლარი;
9) შპს არესემ საქართველო - არ გამოქვეყნებულა; 2020 წელს 2,572,410 ლარი;
10) შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია - 1,942,377 ლარი; 2020 წელს 1,773,956 ლარი.

"ბიდიო საქართველოს" შემთხვევაში წარმოდგენილია 2021 წლის 9 თვის მაჩვენებლები. 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ექვსეულს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ბაზარზე 90%-მდე უკავია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს, ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა საგადასახადო, ბუღალტრულ და აუდიტორულ სერვისებზეა.

შესამჩნევია შემოსავლებს შორის არათანაბარი სხვაობები. მე-2 პოზიციაზე მყოფი „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს“ შემოსავალი მე-3 პოზიციაზე მყოფ „ბიდიოს“ 6 მლნ ლარით აღემატება. ასევე, მე-6 პოზიციაზე მყოფი „ნექსია თიეი“ 2.5 ჯერ უსწრებს მე-7 პოზიციაზე მყოფ „გრანთ თორნთონს“, ხოლო ბაზრის მოთამაშეთა უმეტესობის შემოსავალი 1 მილიონზე ნაკლებია. 

რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის, მათ შორის „არესემის“, „მოორ ებისისა“ და „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ 2021 წლის მონაცემები პორტალზე ჯერჯერობით ასახული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები